კადრები ფილმებიდან

  • კადრები ფილმებიდან არის Movie.Ge-ს ახალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ფილმებიდან ვარჩევთ სახალისო და საინტერესო კადრებს, ვჭრით არჩეულ მონაკვეთებს და ვანთავსებთ ჩვენს საიტზე.

  • დადგენილია, რომ ფილმებიდან საინტერესო კადრების ყურება უფრო ზრდის იმ ფილმის ყურების ინტერესს, ვიდრე თრეილერების ყურება.

  • თუ გსურს მოგვაწოდო საინტერესო და სახალისო კადრები ფილმებიდან და გამოიმუშაო ამაში თანხა მაშინს ეს პროექტი შენთვისაა.

  • იპოვე შესაბამისი მონაკვეთი, ამოჭერი და გამოგვიგზავნე ელ-ფოსტაზე: videos@movie.ge / მანამდე კი გაეცანი ქვემოთ მოცემულ წესებს და პირობებს.

  • გაითვალისწინეთ: ვიდეოს ზომა არ უნდა აღემატებოდეს 40MB-ს / ვიდეოს რეზოლუცია უნდა იყოს - 1280×720 / ვიდეოს ხანგრძლივობა სასურველია იყოს 2-3 წუთი.

წესები და პირობები

  • თქვენ კისრულობთ პასუხისმგებლობას, რომ მითითებული მონაცემები არის თქვენი და შეესაბამება სიმართლეს;

  • თქვენ მიერ მითითებული ელ. ფოსტის მისამართიდან თქვენ აგზავნით www.movie.ge-ს მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე ვიდეოს, რომელიც შეესაბამება პროექტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

  • თქვენ ადასტურებთ და იძლევით გარანტიას, რომ: ა) თქვენ მიერ მიწოდებულ ნებისმიერ მასალაზე (ვიდეოზე) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პასუხისმგებელი ხართ თავად, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნებზე, მაგალითად საქართველოს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“, „დიზაინის შესახებ“, „რეკლამის შესახებ“ ამ და სხვა კანონებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ბ) თქვენ მიერ მიწოდებულ ნებისმიერ მასალაზე (ვიდეოზე) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მესამე პირებს არ ექნებათ არანაირი პრეტენზია, მათ შორის უფლებებთან ან/და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნებთან დაკავშირებით; გ) კისრულობთ სრულ მატერიალურ და არამატერიალურ პასუხისმგებლობას www.movie.ge-ს ადმინისტრაციის ან/და მესამე პირების მხრიდან თქვენ მიერ მიწოდებულ ნებისმიერ მასალაზე (ვიდეოზე) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პრეტენზიის წარმოშობის შემთხვევაში იყოთ მოპასუხე მხარე და სრულად და დაუყოვნებლივ აანაზღაუროთ ზიანი; დ) მიწოდებული მასალა (ვიდეო) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თავისუფალია უფლებრივი და ნივთობრივი ნაკლისაგან.

  • პროექტის ფარგლებში, ყოველი გამოგზავნილი ვიდეოსათვის, რომელსაც კომპანია ჩათვლის პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, კომპანია უფლებამოსილია მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩაგირიცხოთ 1 (ერთი) ლარი;

  • კომპანია უფლებამოსილია, დამატებითი ახსნა-განმარტების გარეშე, გამოგზავნილი ვიდეო არ ჩათვალოს პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;

  • კომპანია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეწყვიტოს პროექტი/შეწყვიტოს პროექტში თქვენი მონაწილეობა.

  • აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თქვენი მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, კომპანია გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია, გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით. აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მიმართოთ კომპანიას და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

ვიდეო მაგალითი

სარეგისტრაციო ფორმა

SMS

ვეთანხმები წესებს და პირობებს

საკონტაქტო ინფორმაცია

info@movie.ge
+995 595 133 953

რეკლამის განთავსება

sales@movie.ge
+995 568 856 010

გამოიმუშავე თანხა

videos@movie.ge