საახალწლო განწყობა

ვალენტინა ჯამბერიძე
სანტა კლაუსი / The Santa Clause
6.5
1994
საოჯახო, საახალწლო, ფენტეზი, დრამა, კომედია,
მოკლე აღწერა:
საშობაო ღამეს სათამაშოების გამყიდველი სკოტ კელვინი შემთხვევით ჩამოაგდებს თავისი სახურავიდან უცნაურ მოხუცებულს. გაოცებული იქვე აღმოაჩენს ჩრდილოეთის ირემს. სანამ უცნობი თოვლიდან სცდილობს გამოღწევას, ცნობისმოყვარე სკოტი ჩახტება უნაგირში – და ჩრდილოეთ პოლუსზე აღმოჩნდება, სადაც მთავარი ელფი არწმუნებს მას სანტა კლაუსის ადგილი დაიკავოს, რომელიც ამ მომენტში კელვინის სახლთანაა და ვერ ასრულებს თავის მოვალეობებს. ის დათანხმდება, მაგრამ ერთი საქმეა ჩაიცვა სანტას კოსტუმი და ბავშვებს უცეკვო, სულ სხვა კი – იყო ნამდვილი სანტა, როდესაც შენ სინამდვილეში გეზრდება წვერი, ღიპი, და თვალწინ გიჭაღარავდება თმა. ასეთი მხიარული შობა მას ჯერ არ ქონია...
სანტა კლაუსი 2 / The Santa Clause 2
5.6
2002
საოჯახო, საახალწლო, ფენტეზი, კომედია,
მოკლე აღწერა:
უკვე 8 წელია რაც სკოტ კელვინი სანტა–კლაუსად მუშაობს დაუსვენებლად და ამ სამუშაოს გემო გაუგო, ის დაუღალავად შრომობს და ბავშვების სურვილებს ასრულებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს , რომ მას არანაირი საფიქრალი არააქვს. ახალი წლის წინ მთავარი გმირი აღმოაჩენს, რომ მისი შვილი ჩარლი ხულიგნად იზრდება, თვითონ კი კონტრაქტის მიხედვით, იძულებულია სასწრაფოდ მოძებნოს მისის კლაუსი, იმიტომ რომ მარტოხელა სანტა - ეს ყველა წესების ერთდროული დარღვევაა. პრობლემების მოგვარების დროს ის ჩრდილოეთ პოლუსზე თავის მაგივრად ორეულს დატოვებს, რომელიც მის არ ყოფნაში პოლუსის ცხოვრებას სრულ ქაოსად გადააქცევს!...
სანტა კლაუსის ძიებაში / Finding Father Christmas
6.9
2016
საახალწლო, დრამა,
მოკლე აღწერა:
შობა მირანდასთვის სევდის მომგვრელი დღესასწაულია, რადგან ის ყოველთვის ახსენებს ოჯახს, რომელიც არასდროს ყოლია. პატარა გოგონა იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა, მამის ვინაობა კი მას არასდროს გაუმხელია. შობამდე 3 დღით ადრე მოულოდნელად იღებს ინფორმაციას და მამის მოსაძებნად ინგლისში მიემგზავრება. ძიების პროცესში იგი ხვდება იანს, ახალგაზრდა სიმპათიურ მამაკაცს, რომელიც მას აქტიურად ეხმარება. მალევე მიაგნებს ბიოლოგიურ მამას და საბედისწერო არჩევანის წინაშე დგება: გაამხილოს ვინაობა და დაკარგოს ახალი ოჯახის წევრები, თუ ყველაფერი ისე დატოვოს როგორც არის?
შობის სული / The Spirit of Christmas
6.5
2015
მელოდრამა, საახალწლო, მისტიკა, ფენტეზი, დრამა,
მოკლე აღწერა:
შრომისმოყვარე, უემოციო იურისტს, კეიტს, სამი კვირის ვადა აქვს, იმისათვის რომ შეაფასოს და გაყიდოს დასასვენებული სახლი, რომელშიც მოჩვენება ბუდობს. სახლის მენეჯერი ირწმუნება, რომ სული ამას არ შეეგუება, თუმცა კეიტი უკან არ იხევს, რადგან მისი დაწინაურება ამ დავალების შესრულებაზეა დამოკიდებული. იგი ხვდება დანიელს, აჩრდილს, რომელიც უკანასკნელი ოთხმოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში ყოველ დეკემბერს, საშობაოდ, 12 დღით სიცოცხლეს უბრუნდება. კეიტი ერთადერთ ლოგიკურ გამოსავალს ხედავს - დაეხმაროს მამაკაცს წყევლის მოშორებაში. თუმცა საუკუნით უფროს ადამიანთან ურთიერთობა მის გეგმებში არ შედიოდა...

საკონტაქტო ინფორმაცია

info@movie.ge

რეკლამის განთავსება

sales@movie.ge
+995 595 133 953