ფილმები და სერიალები, რომლებსაც აუცულებლად უნდა უყუროთ!

თემო გუჯაბიძე
მოსამსახურე / The Help
8
2011
დრამა,
მოკლე აღწერა:
ეიბილინ კლარკი შუახნის აფრო-ამერიკელი მოახლეა, რომელიც მთელი ცხოვრება თეთრკანიანებს ეხმარებოდა მათი შვილების აღზრდაში. მას საკუთარი შვილი დაეღუპება. მინი ჯექსონი-აფრო-ამერიკელი მოსამსახურეა, რომელიც ხშირად შეურაწყოფს ადამიანებს, რომლებთანაც მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახი სიღარიბეს ებრძვის, ის კი მუდმივად სამსახურს ეძებს. ეუგენია ფელანი ახალგაზრდა თეთრკანიანი ქალია, რომელიც კოლეჯის დამთავრების შემდეგ მშობლიურ ქალაქში ბრუნდება და აღმოაჩენს, რომ მოახლე, რომელიც ბავშვობაში მასთან მსახურობდა გაუჩინარდა. ეს სამი ისტორია ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ჯექსონში, მისისიპიში ცხოვრებას აღწერს...
კარატისტი ბიჭუნა / The Karate Kid
6.2
2010
საოჯახო, სპორტული, საბავშვო, სათავგადასავლო, დრამა, მძაფრ-სიუჟეტიანი,
მოკლე აღწერა:
თორმეტი წლის დრე პარკერს შეეძლო დეტროიტში ყველაზე პოპულარული ბიჭი გამხდარიყო, მაგრამ დედამისის ბოლოდროინდელი, კარიერასთან დაკავშირებული გადაადგილებების გამო, ისინი ჩინეთში აღმოჩდნენ. დრეს იქ მისი კლასელი, მეი იინგი შეუყვარდება, მაგრამ განსხვავებული კულტურების გამო ეს ურთიერთობა შეუძლებელი ხდება. გარდა ამისა, გრძნობებში ჩაფლული დრე თავის კლასელ, ჩხუბისთავ ჩენგს გადაიმტერებს. მეგობრების გარეშე უცხო ქვეყანაში მყოფ დრეს ის ღა დარჩენია, კუნგ ფუს მცოდნე მისტერ ჰანს მიმართოს. ჰანი მას ასწავლის, რომ კუნგ ფუ მარტო მუშტების ქნევა და თავდაცვა როდია, არამედ გაწონასწორებულობა და სიმშვიდე. დრე ხვდება, რომ ხულიგნებთან პირისპირ შეხვედრა, მისი ცხოვრების გადამწყვეტი ბრძოლა იქნება.
დაითესე / Flushed Away
6.6
2006
საოჯახო, სათავგადასავლო, ანიმაციური, კომედია,
მოკლე აღწერა:
როდი – პრივილიგირებული ვირთხა, რომელიც საყვარელი შინაური ცხოვრებით ცხოვრობს პრესტიჟულ პენტჰაუსში. ერთხელაც გაჭედილი ბაკანიდან ბინაში შემოძვრება კანალიზაციის მაცხოვრებელი ვირთხა სიდა, რომელსაც მოეწონება მდიდრული აპარტამენტები. მომაბეზრებელი სტუმარის მოსაშორებლად, როდი გადაწვეტს ის უნიტაზში ჩარეცხოს, მაგრამ კანალიზაციის ბინადარი არც ისე გულუბრყვილოა, როგორიც ჩანს პირველი შეხედვიდან, და უნიტაზში ჩარეცხილი აღმოჩნდება თვითონ როდი. კანალიზაციაში მოხვედრისას, მას მოუწევს მიჩვევა სრულიად ახალი, მისთვის უცნობი ცხოვრებისთვის...

საკონტაქტო ინფორმაცია

info@movie.ge

რეკლამის განთავსება

sales@movie.ge
+995 595 133 953